Saturday, October 1, 2016

დღევანდელი დღე იყო საინტერესო. გადავხედეთ ჩვენი პროექტების გეგმებს. გავიხსენეთ და შევაჯამეთ ყველა ის მასალა რაც ამ ცხრა დღის მანძილზე ვისწავლეთ და გავიარეთ.
მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. ყველას პრეზენტაცია იყო ორიგინალური. ძალიან დამაჯერებლად და საინტერესოდ წარმოადგინა თვითეულმა მათგანმა.


Sunday, September 18, 2016

დღეს ტრენინგი დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლის გამეორებით! წარმოვადგინეთ საშინაო დავალებები.
გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას და ვიმუშავეთ პროექტის პროცედურებზე.
შევიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკაზე ....
დღე იყო აქტიური, სასიამოვნო და სასარგებლო
ერთი კვირით ვისვენებთ და საშინაო დავალებით დახუნძლულები მოვდივართ შაბათს!
დროებით კოლეგებოოოოოო!!!

Saturday, September 17, 2016

დღე მეხუთე



ტრენინგზე განვიხილეთ რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის. ვისწავლეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესები.
ვისწავლეთ და გავიხსენეთ drive-ზე, როგორ გავხადოთ დოკუმენტი საზიარო, როგორ გავაკეთოთ ამ დოკუმენტზე შენიშვნები ან კომენტარები. რა ფუნქცია მივანიჭოთ მას: მხოლოდ ნახვის, კომენტარის, თანაავტორობის თუ ნახვა-დაკომენტარების.
გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის სლაიდს. გავიაზრეთ საავტორო უფლებების მნიშვნელობა.  პროექტში მივუთითეთ ცვენს მიერ გამოყენებული რესურსების ელ. მისმართები(ლინკები). ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაზე და გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის მონახაზი.....

Sunday, September 11, 2016

დღე მეოთხე


მეოთხე დღე
  მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან გავეცანით შეფასების 5 მიზანს


შემდეგ ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი მეთოდები და შევავსეთ შეფასების გეგმა.

Saturday, September 10, 2016

დღე  მესამე
ტრენინგის მესამე დღე...საინტერესო მნშვნელოვანია
დღე დავიწყეთ სასწავლო პროექტების დაგეგმვის შესწავლით;სტანდარტების დადგენა,სასწავლო მიზნების შემუშავება,ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები და ზმნის კლასიფიკაცია.....
იყო ყველაფერი საინტერესო...
მნივნელოვანი...

Sunday, September 4, 2016

     დღე  მეორე
  მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტები.დავიწყეთ შაბლონის შევსება ე.ს.გ  გათვალისწინებული შედეგები და ინდიკატორები რომელსაც შევაფასებთ.
 ავტვირთეთ პროექტი.

Saturday, September 3, 2016

დღე პირველი

გავიხსენე ფაილების შექმნა გაგზავნა შენახვა  გავიგე ვიუვერის http://tpdc.ge/essentials/ გამოყენება შევქმენით პორტფოლიო  გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს .21საუკნის უნარებს. მივიღეთ დავალება.